შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 705 ფაქტი გამოავლინა

შსს-ს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის გამო 750 ჯარიმა დაიწერა. აქედან 599 ფიზიკური პირი პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო, ხოლო 106 პირი — 21:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან
დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება
კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ
მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ
რეგულაციებს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას
და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით.
განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
ითვალისწინებს.