ამერიკის ყოფილი პრეზიდენტები მზად არიან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტელეკამერების წინ ჩაიტარონ

მედიის ცნობით, ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უმცროსი მზად არიან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტელეკამერების წინ ჩაიტარონ.
ყოფილი პრეზიდენტები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული კამპანია ძლიერი მესიჯი იქნება მოსახლეობისათვის, ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობისადმი ნდობის ასამაღლებლად იმ ფონზე, როდესაც ჯანდაცვის ოფიციალური პირები ცდილობენ, საზოგადოება ვაქცინაციის საჭიროებაში დაარწმუნონ.
ჯორჯ ბუშის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ფრედი ფორდმა განაცხადა, რომ 43-ე პრეზიდენტი ენტონი ფაუჩისა და დებორა ბირქსს დაუკავშირდა და თავისი დახმარება შესთავაზა.
ბილ კლინტონის პრესმდივანმა ასევე დაადასტურა ყოფილი პრეზიდენტის მზაობა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ტელეკამერების წინ გაიკეთოს.
მანამდე ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ იმისათვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ მოსახლეობის ნდობა ამაღლდეს, კამერების წინ ვაქცინას გაიკეთებს.
აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს ავტორიზაციისთვის Pfeizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების ავტორებმა უკვე მიმართეს.