გაერომ მარიხუანა საშიში ნარკოტიკების სიიდან ამოიღო

გაეროს ნარკოტიკული საშუალებების კომისიამ ამოიღო სამედიცინო მარიხუანა ყველაზე საშიში ნარკოტიკების სიიდან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კომისიამ კენჭი უყარა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას კანაფისა და კანაფის ფისის ნარკოტიკული საშუალებების 1961 წლის კონვენციის IV დანართიდან ამოღების შესახებ, სადაც ის ჰეროინთან და სხვა სინთეტურ ნარკოტიკულ პრეპარატებთან ერთად იყო დასახელებული.

კომისიამ გადაწყვეტილება 27 ხმით 25-ის წინააღმდეგ მიიღო, ერთმა წევრმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ კომისიის გადაწყვეტილებით მარიხუანა რჩება კონვენციის I დანართში იმ ნარკოტიკული საშუალებების გვედით, რომლებიც მკაცრ საერთაშორისო კონტროლს მოითხოვენ. მარიხუანასთან ერთად ჩამონათვალში ასევე შედის კოკაინი, ფენტანილი, მორფინი, მეტადონი, ოპიუმი და ოქსიკოდონი.