საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი გარდაიცვალა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი 94 წლის ასაკში კორონავირუსისგან გარდაიცვალა.
მედიასაშუალების ცნობით, საფრანგეთის 94 წლის ექსპრეზიდენტი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ჟისკარ დესტენი საავადმყოფოში ნოემბრის შუა რიცხვებში გადაიყვანეს. მას გულის უკმარისობა აღენიშნებოდა.
ჟისკარ დესტენი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 1974-დან 1981 წლამდე იკავებდა. ის საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პოლიტიკოსი იყო.