გიორგი კვესელაძე საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს

“ბორჯღალოსანი” გიორგი კვესელაძე “რვა ერის” მესამე ტურის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს. მან სემ ანდერჰილს (ინგლისი), ჯონი უილიამსს (უელსი) და ბრის დალინს (საფრანგეთი) აჯობა.
23 წლის კვესელაძემ ტურნირის ორგანიზატორთა მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ხმათა 88% მიიღო. ის ტურის სიმბოლურშიც მოხვდა.
კვესელაძემ ირლანდიასთან მატჩში 50-მეტრიანი რეიდი განახორციელა და ლელო დადო. 5 დეკემბერს, საქართველოს ნაკრები მე-4 ტურში ფიჯის დაუპირისპირდება.