ოპოზიცია პარლამენტის პირველი სხდომის დღეს მანდატის დატოვების შესახებ დოკუმენტს მოაწერს ხელს

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დროს ოპოზიცია საერთო დეკლარაციას მოაწერს ხელს, რომელიც ახალ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ცესკო-ს ახალ შემადგენლობას შეეხება. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განუცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკოსები ასევე ხელს მოაწერენ სიის ჩახსნის თაობაზე დოკუმენტს.

„გაყალბებული პარლამენტის შეკრების უფლებამოსილების დღეს ვაპირებთ ცალკე ღონისძიებას, სავარაუდო ადგილი იქნება მეტეხის პლატო. ხელი მოეწერება დიდ საერთო დეკლარაციას: რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ცესკო-ს ადმინისტრაციის ხელახალი დაკომპლექტება. ამ დეკლარაციას ხელს მოაწერს ყველა. მეორე დოკუმენტს ხელს ის პარტიები მოაწერენ, რომლებმაც ცესკო-ს მონაცემებით გადალახეს ბარიერი, სიის ჩახსნის მოთხოვნით. მესამე არის მთავარი დოკუმენტი, სადაც ყველა გასული დეპუტატი მოაწერს ხელს, რომ არ შედის პარლამენტში და მიმართავს პარლამენტს უფლებამოსილების მოხსნის შესახებ. გაიმართება მაშინ, როცა საქართველოს პრეზოდენტი დანიშნავს პარლამენტის შეკრების დღეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ