ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი რუხის საავადმყოფოში დამონტაჟდა, შემდეგი კი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება

კოვიდკლინიკებში თავისუფალი 564 საწოლი და ასევე, 430 ფილტვის ხელოვნური ვინტილატორია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში ჟანგბადების პრობლემა რეალურად გადაჭრილია, ჟანგბადის კონცენტრატორი უკვე დაიდგა რუხის საავადმყოფოში, იგეგმება მისი დამონტაჟება ბათუმისა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებშიც.

„საქართველოში ჟანგბადების პრობლემა რეალურად გადაჭრილია. იცით, რომ რუხის საავადმყოფოში უკვე დამონტაჟებულია ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი, რაც სრულად უზრუნველყოფს რუხის საავადმყოფოსთვის საჭირო სრულ მოცულობას. შემდეგი დანადგარები იგეგმება, რომ დაიდგას ბათუმის რესპუბლიკურ საავდმყოფოში, შემდეგ კი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც დაიდგმება ასევე ჟანგბადის წარმომქმნელი კონცენტრატორი. ყველა დანარჩენ კონცენტრატორთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. აუცილებლად ექნება ასევე ახალ ინფექციურ საავადმყოფოს თავისი დამოუკიდებელი ჟანგბადით უზრუნველყოფა და განვიხილავთ სხვა საჭირო შესაძლებლობებსაც, თუ რომელ კლინიკას აქვს უფრო მეტი საჭიროება,დასძინა მინისტრმა.