დიეგო მარადონას პირად ექიმს ფეხბურთელის არაგანზრახ მკვლელობისთვის ბრალი წაუყენე

არგენტინის პროკურატურამ დიეგო მარადონას პირად ექიმს, 39 წლის ლეოპოლდო ლუკეს ლეგენდარული ფეხბურთელის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენა.სამართალდამცავებმა ო ლუკეს სახლსა და სამუშაო კაბინეტში ჩხრეკა ჩაატარეს და მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და დოკუმენტაცია ამოიღეს.

გამოძიება მარადონას სამი ქალიშვილის ჩვენების საფუძველზე დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
ლეოპოლდო ლუკეს განცხადებით ის ფეხბურთელის სიკვდილზე პასუხისმგებელი არ არის.

„თავს საშინლად ვგრძნობ, რადგან ჩემი მეგობარი გარდაიცვალა, მე ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არ ვარ. ვიცი, რა გავუკეთე დიეგოს და ვიცი, როგორც გავაკეთე ეს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე დიეგოსთვის,“- განაცხადა ლეოპოლდო ლუკემ.