ჯო ბაიდენმა ფეხი მოიტეხა

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ძაღლთან თამაშის დროს მარჯვენა ფეხის ტერფი იღრძო. ექიმი კევინ ო’კონორის თქმით, მას ტერფზე მცირედი მოიტეხილობა აქვს და მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში, სავარაუდოდ, სპეციალური ორთოპედიული ფეხსაცმლის ტარება მოუწევს.

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის ექიმთან ვიზიტის ვიდეო მიკრობლოგ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გააზიარა და ბაიდენს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარდა. წინასწარი ინფორმაციით, არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ამომრჩეველთა კოლეგიის სხდომა, რომელზეც ბაიდენის გამარჯვებას ოფიციალურად დაადასტურებენ, 14 დეკემბერს გაიმართება.