ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.
ამასთან, ოქტომბერში საქონლის ექსპორტი შემცირდა 2.2%-ით, ხოლო იმპორტი 23.5%-ით. მიმდინარე წლის 10 თვეში ექსპორტის მოცულობა შემცირებულია 11%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა 17%-ით. ოქტომბერში ქვეყანაში 4046 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 4.4%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე,“-აღნიშნეს საქსტატში.
საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.