აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური იყო

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობას, აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

„ქობულეთის საკრებულოს წევრს, ბონდო თედორაძეს უნდოდა შესვლა თორნიკე რიჟვაძესთან. უნდა გაეგო, როდის მოაგვარებს სოფელ ციხისძირში წყლის პრობლემას, მაგრამ არ შეუშვეს. მე ვარ დეპუტატი და მაქვს უფლება, შეუფერხებლად შევიდე მთავრობის შენობაში, მაგრამ როგორც ხედავთ, პოლიცია მხოლოდ იმითაა დაკავებული, ჩინოვნიკები ვირთხებივით შეაპაროს“, – ამბობს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი.

ამ წუთებში მთავრობის სახლთან მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. დღეს შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხურების დადგმას გეგმავენ. ტერიტორიაზე უკვე დადგეს სწრაფი კვებისთვის განკუთვნილი კონტეინერი.