საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

“რვა ერის” მესამე ტურში საქართველოს ნაკრები დუბლინის “ავივას” სტადიონზე ირლანდიასთან 10:23 დამარცხდა.

შეხვედრა მასპინძლების აქტიურობით დაიწყო. ირლანდიელები მეცხრე წუთზე ბარნსის ლელოთი დაწინაურდნენ, რომელიც მგეზავმა თავადვე გარდასახა. მალევე ათმა ნომერმა სხვაობა 10 ქულამდე საჯარიმო დარტყმით გაზარდა.

მატჩის მე-16 წუთზე „ბორჯღალოსნებმა“ კარგად შეუტიეს – მათიაშვილის შებრუნებული გადაცემა კვესელაძემ მიიღო, რომელმაც მიზნის მიღწევამდე რამდენიმე მეტოქე მოატყუა და „შემოდგომის ერთა თასზე“ საქართველოს ნაკრების პირველი ლელო დადო. პირველი ნახევრის დასრულებამდე ირლანდიელებმა კიდევ ათი ქულა მოიპოვეს (ლელო – ქინანი, ბარნსი – გარდასახვა, ჯარიმა) და ტაიმი ანგარიშით 20:7 მოიგეს.

მეორე ნახევარში ბოლო წუთამდე ანგარიში საყაიმო იყო – გუნდის მგეზავებმა თითო ჯარიმა შეასრულეს ზუსტად და საბოლოო ანგარიში – 23:10 დააფიქსირეს.