ზურაბ ჯაფარიძე – ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ – შეგიძლიათ, მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ

გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბათუმშიმდებარე ფიტნეს კლუბი Reformerfitness-ის  საცხოვრებელ ფართად იქირავა.

“ზეპირ ხელშეკრულებას ვდებთ, რისი უფლებაც მაქვს, ვქირაობ მთელ ამ დარბაზს ჩემს საცხოვრებელ სახლად. ბათუმში მექნება საცხოვრებელი სახლი, სანამ ეს რეგულაციები არსებობს. აქ ვაპირებ რომ ვიცხოვრო, სადაც მაქვს სავარჯიშო ინვენტარი, რომელსაც აქირავებს მფლობელი ფართთან ერთად და ნებისმიერ ადამიანს, ვინც ბათუმში ვარჯიშობს და დარბაზები დაუკეტეს, შეგიძლიათ მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ”, — აცხადებს ჯაფარ.

ხვალიდან არავის არ აქვს უფლება, რომ აქ შემოვიდეს, რადგან ეს ჩემი სახლია და შრომის ინსპექციას თუ უნდა შემოვიდეს და ნახოს სალარო აპარატი მუშაობს თუ არა,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ფიტნესი და საცურაო აუზები დაიხურა.

მსგავსი სტატიები