საქართველოში კორონავირუსით კიდევ 35 ადამიანი გარდაიცვალა.
„სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 230 გარდაცვალების შემთხვევა“, – ნათქვამია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ინფორმაციაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 132,368 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 110,049-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1,230 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 2,033 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6,373 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 3,946 ადამიანი იმყოფება.