საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 426 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 802 შემთხვევა, აჭარა-554, იმერეთი-637, ქვემო ქართლი-268, შიდა ქართლი-258, გურია-119, სამეგრელო-ზემო სვანეთი-400, კახეთი-219, მცხეთა-მთიანეთი-108, სამცხე-ჯავახეთი-50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-11″,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობა ავრცელებს.

საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 2 033 მოქალაქე, თვითიზოლაციაშია 54 464 პირი, 6 373 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 945.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.