მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, იმისთვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ინფიცირების მაჩვენებელზე დადებითად იმოქმედოს, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 60-70 % უნდა აიცრას, – ინფორმაციას „Deutsche Welle” ავრცელებს.
მისივე თქმით, ეს მონაცემი რამდენიმე მოდელირებულ კვლევას ემყარება.
შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო სამ პოტენციურ ვაქცინაზე მიმდინარე კლინიკური ცდების დამაიმედებელი შედეგები გამოქვეყნდა. AstraZeneca-ს, Moderna-სა და Pfizer / BioNTech-ის მიერ შექმნილმა ვაქცინებმა მაღალი ეფექტურობა აჩვენეს.