გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 პაციენტი გარდაიცვალა,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქვეყანაში კორონავირუსით ჯამში 1 195 პაციენტია გარდაცვლილი.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 058 პაციენტი.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში „კოვიდ-19“-ით 37 პაციენტი გარდაიცვალა.