საქართველოში კორონავირუსის 4472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 472 ადამიანს დაუდასტურდა, 4058 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 ამავე პერიოდში გარდაიცვალა 34 ადამიანი, ჯამში — 1 195.

დღეს გამოვლენილი შემთხვევები დედაქალაქსა და რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისში — 1 784;
  • აჭარაში — 683;
  • იმერეთში — 662;
  • ქვემო ქართლში — 292;
  • შიდა ქართლში — 192;
  • გურიაში — 123;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში — 24,
  • კახეთში — 228;
  • მცხეთა-მთიანეთში — 127;
  • სამცხე-ჯავახეთში — 93;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში — 41.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 393. მათ შორის, 6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან, თბილისის საავადმყოფოებში — 2 760, აჭარაში —1 016, იმერეთში — 1 201.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 942 პირი, მათ შორის, თბილისში — 429, აჭარაში —150, იმერეთში — 214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 421 პირი, საიდანაც თბილისში — 179, აჭარაში — 119, იმერეთში — 41.