მაია ცქიტიშვილი – საველე ჰოსპიტალების ორგანიზებისა და პროცესში სამხედროების ჩართვის საკითხი არ განიხილება

ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტალების ორგანიზების საკითხი არ განიხილება, ისევე როგორც არ განიხილება სამხედროების ჩართვა ამ პროცესში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

„ეს კითხვა აღარ არის აქტუალური იმის გათვალისწინებით, რომ ყოველ დღე უკლებლივ ყველა წარმომადგენელი მთავრობიდან, მათ შორის მეც – კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტალების ორგანიზების საკითხი არ განიხილება, ისევე როგორც არ განიხილება სამხედროების ჩართვა ამ პროცესში. ყველა ის შეზღუდვა, რომელიც არის ამ ეტაპზე შემოღებული, მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ჩვენ დავასტაბილუროთ ეპიდვითარება, შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენ კლინიკებთან ერთად, კერძო თუ სახელმწიფო კლინიკასთან ერთად, რომელიც ჩართულია დღეს კოვიდის მართვაში, ვმუშაობთ ასევე, რათა გააფართოვონ ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობა. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს შემუშავებული კოვიდ-სასტუმროების მოდელი. ამ კოვიდ-სასტუმროების მოდელის ნაწილშიც დამატებითი სამედიცინო კომპონენტი ასევე უფრო აქტიურად შედის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, სამედიცინო პერსონალი არის ქვეყნისთვის ყველაზე შეზღუდული რესურსი