საქართველოში COVID-19-ით კიდევ 34 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, COVID-19-ით კიდევ 34 პაციენტი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსს 1085 პაციენტი ემსხვერპლა.

განახლებული კოვიდსტატისტიკა სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 366 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 114 889 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 95 581 გამოჯანმრთელდა.