ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა — 3366, გარდაიცვალა

25 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 366 , გარდაიცვალა — 34.

Stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 114889 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 95581 გამოჯანმრთელებულია.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
• თბილისი — 1 314;
• აჭარა — 523;
• იმერეთი — 264;
• ქვემო ქართლი — 104;
• შიდა ქართლი — 44;
• გურია — 106;
• სამეგრელო-ზემო სვანეთი — 232;
• კახეთი — 214;
• მცხეთა-მთიანეთი — 165;
• სამცხე-ჯავახეთი — 84;
• რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 21;

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 197. მათ შორის, 6 145 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 2 712, აჭარაში — 1 010, იმერეთში — 1 241.