ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები შევიდნენ

ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები შევიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ტრენდი“ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქელბაჯარის რაიონი სომხეთის შეიარაღებული ძალების ბოლო ქვედანაყოფებმა გუშინ დატოვეს.

მხარეებს შორის 10 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქელბაჯარის რაიონი აზერბაიჯანის იურისდიქციაში გადადის. ამ ტერიტორიაზე კონტროლი ბაქომ 1992 წლიდან დაკარგა.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების თანახმად, რაიონი დღეიდან აზერბაიჯანის იურისდიქციაში გადავიდა. აზერბაიჯანის არმია ქელბაჯარში 15 ნოემბერს უნდა შესულიყო, მაგრამ სომხეთის თხოვნით ვადამ 10 დღით გადაიწია.