ეკატერინე ტიკარაძე – თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, ახლა ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მას აქვს.

„თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, რადგან ვთვლი, რომ სწორედ ახლა არის ის დრო, როცა მე მაქვს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა და შესაბამისად, ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძის განმარტებით, მისი გადადგომის საკითხი არც კი განხილულა.