ილონ მასკმა უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ბილ გეითსს გადაუსწრო

SpaceX-სა და Tesla-ს დამაარსებელმა ილონ მასკმა მილიარდერთა რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა და მეორე ადგილს იკავებს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სია Bloomberg-მა გამოაქვეყნა.

გამოცემის ცნობით, 49 წლის მეწარმის ქონება წელს 100.3 მილიარდი დოლარით, 127.9 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც „ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსში“ რეკორდული ზრდაა. რაც შეეხება კომპანია Microsoft-ის თანადამფუძნებელს, ბილ გეითს, მისი ქონება ამ დროისთვის 127.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ბლუმბერგის რეიტინგში ლიდერი კვლავ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია.