საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 958 ადამიანს დაუდასტურდა, 3 531 კი გამოჯანმრთელდა, – ინფორმაცია StopCov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 108 690 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 89 170 გამოჯანმრთელდა, 1 012 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 137 ადამიანი, ხოლო კოვიდსასტუმროში – 3736, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 6 221 პაციენტი.
საქართველოში გუშინ კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 856 პაციენტი.