ხატია დეკანოიძე – გვინდა, რომ შეთანხმება მოხდეს, მაგრამ შეთანხმებას აქვს წინაპირობა

ჩვენი მხრიდან კომპრომისი არის ის, რომ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობთ. გვინდა, რომ რაღაცნაირად შეთანხმება მოხდეს, მაგრამ შეთანხმებას აქვს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა, ეს არის ახალი არჩევნები. შესაბამისად, სხვა კომპრომისული სივრცე ჩვენ არ გვაქვს, რადგან ჩვენ უკან არიან საქართველოს მოქალაქეები. ძალიან მნიშვნელოვანია გესმოდეს, რომ მთელი პასუხიმგებლობა იმ კრიზისზე, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში, ეკისრება ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ გუნდს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ძალიან მნიშვნელოვანია, გესმოდეს, რომ მთელი პასუხიმგებლობა იმ კრიზისზე, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში, ეკისრებათ ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ გუნდს. ამიტომ, ჩვენ მათ გეგმა შევთავაზეთ, თუ როგორ ვხედავთ ამ კრიზისიდან გამოსავალს. ეს არის ახალი არჩევნები, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით საპარლამენტო ქვეყნებში არის კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი საშუალება. ველოდებით ახლა შემხვედრ წინადადებებს. არავითარი შემხვედრი წინადადება „ქართული ოცნებიდან“ აქამდე არ ყოფილა“, – განაცხადა დეკანოიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ოპოზიციონერი კანდიდატების აქტივისტები ფარულად აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე.

„ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მსგავსი ამაზრზენი კამპანია. ახლა სურთ, რომ ლეგიტიმაცია მიანიჭონ ბევრ ფარისევლობას. არ ვიცი, რა დავარქვა ამ მეორე ტურებს, ეს არის კომუნისტური პარტიის საუკეთესო ტრადიციებით გამართული ე.წ. მეორე ტური. ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას.