კახა კახიშვილი – ბოიკოტი პირობითი ცნებაა, მეორე ტური მაინც შედგა

პარლამენტის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან”, კახა კახიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ხმის მიცემის შემდეგ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ მეორე ტურის შედეგების მოლოდინშია. ისიც, მმართველი გუნდის სხვა ლიდერების მსგავსად ამბობს, რომ ოპოზიცია ფარულად ახდენს ამომრჩევლის მობილიზაციას.

ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, რომელიც იქნება ვალდებული და რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების დაცვას. ამას მივეცი ხმა, სტაბილურობას, აღმშენებლობას, მშვიდობასა და ადამიანის მიმართ პატივისცემას. ბოიკოტი პირობითი ცნებაა, თქვენც მოგეხსენებათ, რომ მიუხედავად განცხადებისა, რომ არ იღებენ მონაწილეობას მეორე ტურში, მეორე ტური მაინც შედგა. საარჩევნო ბიულეტენში ჩემი ოპონენტი ისევეა ასახული, როგორც მე. ასე რომ, მისი ამომრჩეველი შესაძლებელია მოვიდეს კიდევაც და ხმა მისცეს. ამომრჩევლებს აქვთ თავისუფალი ნება მივიდნენ და შემოხაზონ მათთვის სასურველი კანდიდატი, როგორც პირველ ტურში დაუჭირეს მხარი ქალბატონ ხატიას, ისე მივიდნენ და დაუჭირონ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა მათ შორის ოპოზიციიდან ოპონენტებს, რომლებმაც უარი თქვეს საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორის მოწყობაზე.