მოლდოვის არჩეული პრეზიდენტი – დნესტრისპირეთიდან რუსული ძალები უნდა გავიდნენ

მოლდოვის არჩეულმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარება ამ რეგიონიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების სრულ გაყვანას უნდა ითვალისწინებდეს.ამის შესახებ გამოცემა „ევროპული სიმართლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„დნესტრისპირეთის საკითხი უნდა გადაიჭრას მშვიდობიანი გზით, მიუხედავად პრობლემის სირთულისა. ამისთვის საჭიროა რეგიონი რუსეთის ჯარებმა დატოვონ. დიახ, დნესტრისპირეთის დე ფაქტო ლიდერებს მხარს რუსეთი უჭერს, მათ შორის, ბუნებრივი აირის უფასოდ მიწოდებით და სხვადასხვა მეთოდით“, – აღნიშნა სანდუმ.

ცნობისთვის, დნესტრისპირეთის კონფლიქტი მოლდოვის სამთავრობო ძალებსა და დნესტრისპირელ სეპარატისტებს შორის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1989 წელს დაიწყო. 1992 წელს მოლდოვამ და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს. რეგიონში რუსული სამშვიდობო ძალები შევიდნენ, რომლებიც იქ ამ დრომდე იმყოფებიან.