ჯო ბაიდენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენსა და კრის კუნსს განიხილავს

ჯო ბაიდენი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის ყოფილ მოადგილე ენტონი ბლინკენსა და დელავერის შტატის სენატორს კრის კუნსს განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

სააგენტოსთან საუბრისას ანონიმურმა წყარომ დაადასტურა, რომ ორივე მათგანი სახელმწიფო მდივნის პოსტის დაკავებით დაინტერესებულია.

თუმცა, როგორც ჟურნალისტები წერენ, ენტონი ბლინკენს ამ თანამდებობაზე დანიშვნის მეტი შანსი აქვს, რადგან „ბაიდენს არ სურს, კუნსის სახით სენატში ძლიერი მოკავშირე დაკარგოს“.
როგორც Associated Press-ი წერს, ჯო ბაიდენი სახელმწიფო მდივნის პოსტზე რჩეულს მომდევნო დღეებში დაასახელებს.