საქართველოში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 100 000-ს აჭარბებს

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 3 851 კი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, რეგიონებში გადანაწილება ასეთია:
• თბილისი —1 247 შემთხვევა;
• აჭარაში — 742;
• იმერეთი — 609;
• ქვემო ქართლი — 214;
• შიდა ქართლი — 197;
• გურია — 157;
• სამეგრელო – ზემო სვანეთი — 319;
• კახეთი — 150, მცხეთა-მთიანეთში — 96;
• სამცხე-ჯავახეთში — 63;
• რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი — 30.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 948. მათ შორის 5 976 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის: თბილისის საავადმყოფოებში — 2 709; აჭარაში — 959; იმერეთში — 1 202.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 849 პირი, მათ შორის: თბილისში — 387; აჭარაში — 149; იმერეთში — 194.

მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308 პირი, მათგან თბილისში — 160, აჭარაში — 47, იმერეთში — 37.