ბიძინა ივანიშვილი – ზოგი პოლიტიკური პარტია, ზედმეტად ემოციურად, ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

ივანიშვილმა ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა 31 ოქტომბერს გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის.]

მისი თქმით, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებული.

„ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. მივიღეთ შედეგად ცხრა პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია. ამავდროულად, იცით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს და ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მსგავსი სტატიები