სალომე ზურაბიშვილი – იმედი მაქვს, როგორც მთელს საქართველოს, ეს იქნება ეფექტური, საქმიანი პარლამენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევენი მთაწმინდის ოლქში დააფიქსირა.

“მივეცი ხმა მეათე მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებას. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, როგორც მთელს საქართველოს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი პარლამენტი. მრავალპარტიული – ეს ის არის, რაც ქართველმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა. 9 პარტიას მისცა ხმა და, მგონი, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველს და მის სურვილს.

ეს პარლამენტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მისი საქმიანობა დაიწყება ძალიან მალე, რადგან უნდა მივიღოთ ის ბიუჯეტი, რომელიც ამ ზამთარს, გამომდინარე პანდემიის კრიზისიდან და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მე ძნელად წარმომიდგენია, რომ ეს ბიუჯეტი ისე იქნეს მიღებული, რომ ყველა არ მონაწილეობდეს და ჩვენ არ ვეცადოთ, რომ ეს იყოს ჩვენი ერთიანი გადაწყვეტილება, რომ დავძლიოთ ეს კრიზისი. ამას ვუსურვებ მე საქართველოს, ყველას,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სტატიები