პრემიერი ოპოზიციას- უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება და ერთად მუშაობა

რაც უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენს შორის, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება და ერთად მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ არჩევნების მეორე ტურზე, ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მეორე ტურში არჩევანი გავაკეთე იმის სასარგებლოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საარჩევნო პროცესი და ყველა პოლიტიკოსმა, რომელსაც ამომრჩევლებმა პირველ და მეორე ტურში ნდობა გამოუცხადეს და უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა, ყველა ამ პოლიტიკოსმა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა და პოლიტიკურმა პროცესმა გადაინაცვლოს პარლამენტში. რაც არ უნდა დიდი იყოს განსხვავება ჩვენ შორის, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, უნდა ვისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება და ერთად მუშაობა. ეს არის ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა და, გარდა ამისა, ასე შენდება დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოები“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სტატიები