საქართველოს 17 ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში 7 პარტიის წარმომადგენლები გავიდნენ. თუმცა ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს.

21 ნოემბერს მეორე ტურზე, ამომრჩევლებს 1914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურება; ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 2 140 210-ია.

კერძოდ: №1 – მთაწმინდა, კრწანისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ერთმანეთს №2 – შალვა შავგულიძე და №41 – ბექა ოდიშარია ხვდებიან.

№2 – ვაკე – №2 – ელენე ხოშტარია, №41 – ნოდარ ტურძელაძე.
№3 – საბურთალო – №24 – ალექსანდრე ელისაშვილი, №41 – დავით სერგეენკო
№4 – ისანი – №5 – ხატია დეკანოიძე, №41 – კახა კახიშვილი
№5 – სამგორი- №5 – ლევან ხაბეიშვილი, №41 – სოზარ სუბარი
№6 – დიდუბე, ჩუღურეთი -№36 – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, №41 – გიორგი ვოლსკი
№7 – ნაძალადევი -№10 – შალვა ნათელაშვილი, №41 – მიხეილ ყაველაშვილი
№8 – გლდანი – №5 – ნიკანორი მელია, №41 – ლევან კობიაშვილი
№10 – თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი – №5 – გიორგი ბოტკოველი, №41 – ირაკლი ქადაგიშვილი
№11 – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი – №5 – ცეზარი ჩოჩელი, №41 – შალვა კერესელიძე
№12 – რუსთავი, გარდაბანი -№5 – დავით კირკიტაძე, №41 – ნინო ლაცაბიძე
№16 – ხაშური, ქარელი -№5 – ნატო ჩხეიძე, №41 – ზაალ დუგლაძე
№21 – ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი -№5 – კახა გეწაძე, №41 – ბეჟან წაქაძე
№23 – ქუთაისი -№5 – გრიგოლ ვაშაძე, №41 – ზაზა ლომინაძე
№27 – ზუგდიდი – №5 – მალხაზ ჯალაღონია, №41 – ირაკლი ჩიქოვანი
№28 – ბათუმი -№5 – ლევან ვარშალომიძე, №41 – რესან კონცელიძე
№30 – ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო – №5 – მიშა ბოლქვაძე,№41 – ანზორ ბოლქვაძე
მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური კი, ქუთაისის №59-ე ოლქში იმართება და ერთმანეთს №5 – გრიგოლ შუშანია და №41 – იოსებ ხახალეიშვილი უპირისპირდებიან.
გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

მსგავსი სტატიები