ვრცელდება ინფორმაცია წერეთელზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრის შესახებ

თბილისში, მეტროს სადგურ „წერეთლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

გავრცელებული ინფორმაციით, იქ მდებარე ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. შენობაში იმყოფებიან მოქალაქეებიც. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

მსგავსი სტატიები