COVID-19-ის მორიგი ანტირეკორდი – საქართველოში ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ განახლდა.]

დღეს გამოვლენილი 3 768 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება:

• თბილისში — 1 443 შემთხვევა;
• აჭარა — 676;
• იმერეთი — 541;
• ქვემო ქართლი — 183;
• შიდა ქართლი — 165;
• გურია — 52;
• სამეგრელო და ზემო სვანეთი — 363;
• კახეთი — 130;
• მცხეთა-მთიანეთი — 96;
• სამცხე-ჯავახეთი — 95;
• რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 24.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 008. მათგან 5 879 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 2 702, აჭარაში — 942, იმერეთში — 1 179.

მსგავსი სტატიები