ბორჯომ-ბაკურიანის ეპისკოპოსი კორონავირუსით გარდაიცვალა

სინოდის წევრი და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე კორონავირუსით გარდაიცვალა.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, თანხმლებ დაავადებებთან ერთად ის კორონავირუსზეც მკურნალობდა.

“გარდაიცვალა ყოვლადუსამღვდელოესი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი). მეუფე ლაზარე, სხვა თანმხლებ დაავადებებთან ერთად, კოვიდვირუსის გამოც მკურნალობდა. გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ეპისკოპოს ლაზარეს გარდაცვალების გამო. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს”, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.