ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის შენობის გარე ფასადის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.წ.-მ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს ოფისის შენობას ქვა ესროლა და გარე ფასადის მინა დააზიანა. ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დაზიანებული მინის ღირებულება 145 ლარს შეადგენს.

მხილებული პირი ჩადენილ ქმედებას აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.