საქართველოში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში 38 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

“სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. გარდაიცვალა 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 16, აჭარაში – 8, იმერეთში – 8, შიდა ქართლში – 1, ქვემო ქართლში – 3, ხოლო კახეთში – 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 853 გარდაცვალების შემთხვევა”-განაცხადა საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავამ.

კარანტინის რეჟიმშია 2186 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5833 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3518 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.