19-20 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლჭყაპი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

უახლოეს დღეებში საქართველოს მთიან რეგიონებში გათოვდება ☃. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება.

სააგენტოს ინფორმაციით, 19-20 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, ბარში უმეტესად თოვლჭყაპის, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქი.

შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მსგავსი სტატიები