საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს კიდევ 37 ადამიანი ემსხვერპლა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 815-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 539 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 89 395 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 71 468 გამოჯანმრთელდა.