ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ავარიაში მოყვა

ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი, ილიკო სუხიშვილი დღეს მოტოციკლით ავარიაში მოყვა,მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, აღენიშნება მოტეხილობა. ამის შესახებ ინფორმაციას ანსამბლ სუხიშვილებში ადასტურებენ.

ანსამბლის ხელმძღვანელის, ნინო სუხიშვილის თქმით, მის ძმას ავარიის შემდეგ ფეხი წვივში აქვს მოტეხილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.