ივანე მაჭავარიანი – ვაქცინა იმედს გვაძლევს, რომ 5%-იან ზრდას დავუბრუნდებით

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ყოველდღიურად სანდო წყაროებიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ დამაიმედებელი ინფორმაცია ისმის. ეს კი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს იძლევა.

„რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას 2021 წლისთვის, სავალუტო ფონდმა ოდნავ შეამცირა პროგნოზი, სულ ცოტა ხნის წინ 5%-იან ზრდას ვვარაუდობდით, თუმცა 4.3%-ზე ჩამოვწიეთ. ეს არის გამწვავებული პანდემიის ფონზე როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, რაც ნიშნავს, რომ ჯერჯერობით შენარჩუნებდა ის შეზღუდვა, რომელიც ეკონომიკაზე აისახება სხვადასხვა ქვეყანაში, პირველ რიგში კი საერთაშორისო მიმოსვლას და საერთშორისო ვაჭრობას უშლის ხელს.

მისი თქმით, გლობალურმა პანდემიამ, მნიშვნელოვნად შეაფერხა ეს პოზიტიური ტენდენციები.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, ჩვენ პანდემიას საკმაოდ წარმატებული მიმდინარე პროგრამით შევხვდით. ამან საშუალება მოგვცა, სწრაფად მიგვეღო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერა და გაგვევლო ამ უმნიშვნელოვანესი გამოწვევის პირველი ეტაპი. ამ ურთულეს პერიოდში, ჩვენ შევძელით მაქსიმალურად მოგვეცვა ყველა დაზარალებული სოციალური ჯგუფი, ბიზნესსექტორი და შეგვემსუბუქებინა კრიზისის უარყოფითი შედეგები. ეს მოიცავდა 375 მილიონი ლარის მოცულობის ჯანდაცვის, მილიარდ 150 მილიონი ლარის სოციალურ პაკეტებს,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის მიერ გადადგმული ამ ნაბიჯებს ეფექტურობას ხაზს უსვამს შემფასებელი მისიაც.

მსგავსი სტატიები