ნიკა მელიასა და პოლიციელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო გლდანში, სადაც ნიკა მელია და მისი მხარდამჭერები საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდნენ. დაპირისპირება მოხდა პოლიციასთან. ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებიც.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ადგილზე ფლაერებს არიგებდა და ამომრჩეველს კვირას აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდებდა, რა დროსაც მან ერთ-ერთი სამართალდამცველი იცნო და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღეს გლდანში იარაღიანი პირები გადაადგილდებოდნენ, პოლიციას სათანადო რეაგირება არ ჰქონია და ისინი არ დაუკავებია. კამათი სწორედ ამ თემას მოჰყვა.

“არ აკავებდი, ყველა გარეთაა და სათამაშო იარაღი იყოო, ამას მეუბნები კამერების თანდასწრებით. როგორ არ გრცხვენია? შემეცოდე ადამიანურად, რომ კრიმინალების გარემოცვაში იყავი და ხმას ვერ იღებდი, ჩემი ქვეყანა მეცოდება,”- მიმართა ნიკა მელიამ პოლიციელს.

ამაზე კი შსს-ს წარმომადგენელმა მელიას უპასუხა, რომ გლდანში არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია.

მსგავსი სტატიები