“თუ აქვს იმის იმედი, რომ ამ სამაჯურს ხელზე გავიკეთებ, ძალიან ცდება”, – მელია

“თუ აქვს იმის იმედი, რომ ამ სამაჯურს ხელზე გავიკეთებ, ძალიან ცდება ბატონი ივანიშვილი”. – აღნიშნულ განცხადებას ნიკა მელია აკეთებს.

“ყველაფერი, რასაც ქართული ოცნება გააკეთებს, თავისივე საზიანო იქნება. ძალიან მჯერა ამის. იმიტომ, რომ იმდენად პოლიტიკურად გაკოტრებული გუნდია და აბსოლუტურად მორალურად არასწორ მხარეს დგანან, სიმართლე მათ მხარეს არ არის. გუნდი, რომელიც არჩევნებს ატარებს იარაღის მუქარებით, საარჩევნო უბნების დარბევით და მიაჩნია, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო და პროტესტი არავის გამოეთქვა, აბსოლუტურად მეორასე ხარისხოვანია ჩემს ხელზე ეს სამაჯური იქნებოდა თუ არ იქნებოდა. ეს არ არის სამართლებრივი სახელწიფო, სამაჯური გიკეთია ან არ გიკეთია ხელზე… მაგრამ ამ ადამიანებს, როგორც ჩანს, ძალიან აინტერესებთ ეს ელექტროსამაჯური ხელზე მიკეთია თუ არ მიკეთია. მე ვთქვი, ამ სამაჯურს ხელზე არ გავიკეთებ და ასეც იქნება. დანარჩენი თავის თავს დააბრალოს ივანიშვილმა, იმიტომ, რომ ამ ბატონს თავს არ დაუხრის აღარავინ. ამ ქვეყანას ვერ მოხუფავს და ვერ დააკონსერვებს, ამ ქვეყნისგან ვერ შექმნის თავის საკარმიდამოს. ამიტომ, ხელისუფალი, რომელიც მსგავს ნაბიჯებს დგამს, კიდევ ერთ გზავნილს უგზავნის საზოგადოებას, რომ ენარცხება ძირს ძალიან მტკივნეულად და პანიკურ მდგომარეობაშია. 

მე, მეგობრებთან ერთად, მზად ვარ ბოლომდე ბრძოლისთვის და ეს ბოლომდე ბრძოლა იქნება ხალხის გამარჯვებით დამთავრებული. ამ სამაჯურს ხელზე არ გავიკეთებ, გამორიცხული ამბავია. თუ აქვს იმის იმედი, რომ ამ სამაჯურს ხელზე გავიკეთებ, ძალიან ცდება ბატონი ივანიშვილი. ბატონი ივანიშვილი იმას კი არ უნდა ფიქრობდეს, ვის დასჯის, რამდენად დაისჯება კანონის მიერ ცოტა ხანში, იმაზე უნდა იფიქროს. მე ამას ვურჩევდი”. – აღნიშნა მელიამ.

მსგავსი სტატიები