ჩვენ გავიმარჯვეთ! მადლობა მოქალაქეებს! – გახარია

ჩვენ გავიმარჯვეთ! – აღნიშნავს სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია.

მან დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეებს საკუთარე არჩევანის გაკეთებისთვის.

„ჩვენ გავიმარჯვეთ! მადლობა საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა! ყველამ ერთად, პანდემიის ფონზეც , სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ. მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი ვართ და ვიმსახურებთ დიდ ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად დავიკავებთ. მადლობა ყველას – ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც უზრუნველყო თითოეული ამომრჩევლის ნების დაფიქსირება უსაფრთხო გარემოში; დამკვირებელებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მონაწილეობაც ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო; პოლიციას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის. ჯერ ოფიციალური შედეგები არ გამოცხადებულა, თუმცა, უკვე ვიცით, რომ დღეს გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც უნდა საკუთარი ქვეყნის წინ-სვლა, მშვიდობიანი, ევროპული მომავალი,“- აღნიშნა გახარიამ.