“ხვალიდან ქვეყნის განვითარებას და აღმშენებლობას ვაგრძელებთ”, – კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, არჩევნების ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ აღნიშნა, რომ ხვალიდან ქვეყნის განვითარებას და აღმშენებლობას ვაგრძელებთ – არც ერთ კრიმინალურ პოლიტიკურ პარტიას არ მიეცემა ხალხის ჩაგვრის შესაძლებლობა და იმ ბოროტების გაგრძელების საშუალება, რაც 2012 წელს დავამთავრეთ.

„გილოცავთ მეგობრებო, მეც რა თქმა უნდა, ვუერთდები ამ მილოცვებს და რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მხარდამჭერს, თანამებრძოლს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი და პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად ვატარებთ. კიდევ ერთხელ გამარჯვებებს და წარმატებებს გისურვებთ. ხვალიდან რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას და ქვეყნის აღმშენებლობას.

არც ერთ კრიმინალს, არც ერთ კრიმინალურ პოლიტიკურ პარტიას არ მიეცემა ხალხის ჩაგვრის შესაძლებლობა, არ მიეცემა ის ბოროტება, რაც ჩვენ ყველამ ერთად 2012 წელს დავამთავრეთ. გილოცავთ და გამარჯვებებს გისურვებთ!“ – აღნიშნა კალაძემ.