შაშკინი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ბოლნისში იარაღით გადაადგილდებოდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმინისტრი შაშკინის აღნიშვნით, ის ნამდვილად გადაადგილდებოდა ბოლნისში იარაღით, ვინაიდან  მან ამის უფლება აქვს.

“მე მაქვს უფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვატარო იარაღი. მე არ ვიყავი საარჩევნო უბანში, ვჯდებოდი მანქანაში, რომლის დროს “ქართული ოცნების” საწყალმა პროვოკატორებმა გადამიღეს. მე არა მაქვს უფლება  საარჩევნო  უბანში შესვლის, რადგან ვარ კანდიდატი, აქედან გამომდინარე, თეორიულად საარჩევნო უბანზე ვერც ვიქნებოდი”,- აღნიშნავს შაშკინი.

ცნობისთვის, პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია და ფოტო, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერშია გადაღებული. ამავე ფოტოზე ჩანს, რომ შაშკინი აქტივისტებთან ერთად დგას და შეიარაღებულია.

მსგავსი სტატიები