“მომავალი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ინფრასტრუქტურაში 20 მილიარდ ლარზე მეტის ინვესტირებას მოვახერხებთ”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას აღნიშვნით, მომავალი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ინფრასტრუქტურაში 20 მილიარდ ლარზე მეტის ინვესტირებას მოვახერხებთ.

„ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი გზები, ჩვენი სკოლები, ჩვენი საავადმყოფოები იყოს ისეთივე თანამედროვე როგორც ევროპულები. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი განათლების სისტემა იყოს ევროპული, ეს კეთდება იმისთვის, რომ 4 წლის შემდგომ ჩვენი ქვეყნის სტანდარტები დავუახლოვოთ მაქსიმალურად ევროპულს, როცა გვექნება სრული მორალური უფლება, რომ სრულფასოვან წევრობაზე გავაკეთოთ განაცხადი 2024 წელს. ეს არის ამ ქვეყნის, დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე დიდი ოცნება, რომელიც ჩვენ ერთად უნდა განვახორციელოთ.

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ეს არის რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არჩევნები და გვმართებს ურთიერთპასუხისმგებლობა, უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები, მაგრამ რაც მთავარია, უნდა გვესმოდეს, რომ პანდემია გაივლის, ეკონომიკურ კრიზისსაც დავძლევთ, მაგრამ არჩევანი, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ 31 ოქტომბერს, განსაზღვრავს წლების განმავლობაში საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას. ასე რომ, გისურვებთ გამარჯვებას სამართლიან ბრძოლაში,“- აღნიშნა გახარიამ.

მსგავსი სტატიები