მუშებმა, ბელგიაში სარემონტო სამუშაოებისას 1941 წელს დამალული წერილი იპოვეს

სარემონტო სამუშაოებისას მუშებმა, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, წმინდა ჯეიმსის ეკლესიაში, 1941 წელს დამალული წერილი იპოვეს.

მას 4 თხი მშენებელი ჯონ იანსენი, იულ გისელინგი, ლუი შანტრეინი და იულ ვან ჰემელდონკი აწერს ხელს.

“26 მეტრის სიმაღლეზე ეკლესიის ჭერი შევაკეთეთ, მომდევნო ასეთი რესტავრაცია რომ დასჭირდებათ, ჩვენ დიდი ხნის გარდაცვლილები ვიქნებით. მომდევნო თაობებს გვინდა, ვუთხრათ, რომ ბედნიერები არ ვყოფილვართ. ორი ომი გამოვიარეთ, ერთი 1914 წელს, მეორე 1940 წელს. მშივრები ვმუშაობთ, თითქმის არაფერს გვიხდიან. მინდა, რჩევა მივცეთ მომდევნო თაობებს – თუ გადარჩენა გსურთ, ომის დაწყების წინ მოიმარაგეთ ბრინჯი, ყავა, ფქვილი, თამბაქო, მარცვლეული, ხორბალი. დატკბით ცხოვრებით და დაოჯახდით, ვისაც ცოლი გყავთ, გაუფრთხილდით. გემშვიდობებით”! – წერია წერილში.